Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი "ამერიმერი" ქუთაისში

16 დეკემბერს ქუთაისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს "ამერიმერი"-ს უმასპინძლებს.  ფესტივალის ორგანიზატორი ასოციაცია ბუნებრივი ღვინოა.

"ამერიმერი" სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო  ღვინოებს დაახვედრებს. ფესტივალში ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი 50-მდე მცირე მარანი მონაწილეობს: მაკარიძის მარანი, მათიაშვილის მარანი, ლაგაზი, დიმნას მარანი, გაიოზ სოფრომაძის მარანი, Lapati Wines, იბერიელი, საქველმოქმედო კავშირი თემი, ეთნო, დასაბამი, Gotsa Wines, არჩილ გუნიავას მარანი, კახა ბერიშვილის მარანი, ანთაძეების მარანი, ალაფიანის მარანი, ამირან ვეფხვაძის მარანი, ნიკალას მარანი, ნიკოლაძეების მარანი და სხვა. სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი იშვიათი ღვინოები, ისიამოვნონ და აღმოაჩინონ ახალი გემოები.

ფესტივალი ჩატარდება სასტუმრო "რჩეული"-ში, (მისამართი გრიგოლ ხანძთელის 21ბ), 1 დან 6 საათამდე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული