Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

,,სალიანკა” ქათმის ხორცით და შებოლილი სოსისით

მასალა:
800 გრ.ქათამი
2-3 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
3-4 ცალი პამიდორი დამწნილებული
3-4 ცალი კიტრის მწნილი
1 ს.კ.ტომატ. პასტა
4 ს.კ. ქერი
250 გრ. შებოლილი სოსისი (მაგ. მონადირე)
კამა
მარილი,პილპილი გემოვნებით
დაახლოებით 3,5 ლიტრაზეა გათვლილი

მომზადება:
შევდაგათ მოსახარშათ ქათამი, ასევე მოვხარშოთ ქერი, როცა მოიხარშება, გადავწუროთ.
მოხარშული ქათამი ამოვიღოთ, გავაცალოთ ძვლები და დავჭრათ საშუალო ზომაზე.
კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ, მოვხარშოთ. ამ დროს დავჭრათ ხახვი წვრილად, დავხეხოთ სტაფილო და ერთად მოვშუშოთ. პამიდვრის მწნილი გავხეხოთ სახეხზე და დავამატოთ სტაფილოს მასას მოსაშუშათ. ბულიონში ჩაუშვათ დაჭრილი ქათმის ნაჭრები, სტაფილოს მასა და დაჭრილი სოსისები. გავხეხოთ კიტრის მწნილი სახეხზე და ჩაუშვათ წვნიანში+ტომატ პასტაც+ქერი. წამოვადუროთ 5-8 წუთის განმავლობაში, შევანელოთ მარილით და პილპილით. დავაჭრათ კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მივირთვათ 30 წუთის შემდეგ, როცა კარგათ გაუჯდება ყველაფერი.
 
© rtuli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.