Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ცუკინის წვნიანი

პროდუქტები: 1 ხახვი; 1-2 ს/კ ზეთი; 6 ცუკინი; 1 ლ. ბოსტნეულის ნახარში; ოხრახუში, მარილი, წიწაკა და არაჟანი გემოვნებით.

მომზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად და ქოთანში ჩავყაროთ, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ. რომ შეწითლდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცუკინი გავრეცხოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქოთანში ხახვთან ერთად, დავასხათ ბოსტნეულის ნახარში ისე, რომ დაფაროს ხახვისა და ცუკინის მასა და ვხარშოთ მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დავუმატოთ ოხრახუში, მასა დავაბლენდეროთ, ერთხელ წამოვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან ერთად.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com



დაახლოებით ეგეთს ვაკეთებ, მაგრამ ცუკინს ქართულად ხო ყაბაყი ქვია?


თუ არ ვცდები, ყაბაყის ერთ–ერთი სახეობაა, ახლო ბიძაშვილი :D

http://estrip.org/elmwood/users/tinypliny/images/0109/Zucchini0110.jpg



ცუკინი ხომ ყაბაყია ქართულად? :)


ჰო, მწვანე ყაბაყია, გერმანულად ჰქვია მგონი ცუკინი :) გემრიელი ჩანს, უბრალოდ საქართველოში ამ მწვანე ცუკინის პოვნა ისე მიჭირს....

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234