Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ფხვიერი ნამცხვარი ნიგვზის ლებნებით

საჭირო მასალა: 150 გ. კარაქი, 2 ცალი კვერცხის გული, 1 ს.კ. ლიმნის ცედრა, 1,5 ჭიქა შაქარი, 1 ს.კ. არაჟანი, 0,5 ჩ.კ. სოდა 1 ს.კ. ძმრით, 1,5 ჭიქა ნიგოზი, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს.

მომზადება: კარაქი გავადნოთ, მაგრამ არ ავადუღოთ, შევათქვიფოთ შაქარი, კვერცხი, ლიმნის ცედრა, სოდა ძმრით და არაჟანი. მასას დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა, გავაბრტყელოთ 0,5 სმ. სისქეზე, ამოვჭრათ მრგვლად, ტითოეულს დავადოთ თითო ნიგვზის ლებანი და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123