Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ისრიმ–მაყვალის საწებელი

ისრიმი და მაყვალი დავჭყლიტოთ (ცალ–ცალკე), გამოვწუროთ წვენი, გავწუროთ და ერთმანეთს შევურიოთ. ქინძი, ნიორი, წიწაკა, კამა და მარილი ერთად დავნაყოთ ქვიჯაში. შემდეგ დანაყილ მასას ვხსნით ისრიმ–მაყვალის წვენში. არსებობს მეორე, ალბათ უფრო რაჭულ–ლეჩხუმური ვარიანტი: ცალკე ვნაყავთ ნიგოზს და ჯერ ისრიმ–მაყვალის წვენში ვხსნით დანაყილ ნიგოზს, შემდეგ ერთად დანაყილ ნარევს, როგორც ზემოთაა. თუ საწებელი თევზისთვისაა განკუთვნილი, მაშინ საწებელს წვრილად დაჭრილი ხახვი ემატება.

ინგრედიენტები:

მაყვალი ..................... 500გრ
ისრიმი ..................... 300გრ
ქინძი ....................... 3 ძირი
ნიორი ....................... 1–2 კბილი
წიწაკა ...................... გემოვნებით
კამა ........................ 1 ძირი
მარილი ....................... გემოვნებით
 
© SLOW

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234