Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრის მოტკბო-მომჟავო კომპოტი

საჭირო მასალა: 1 ცალი (1,2 კგ) გოგრა, 10 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 ცალი ლიმონი, 120 გ შაქარი, 2 ცალი მიხაკი, 5 ს.კ. ძმარი, 0,5 დარიჩინის ღერი.

მომზადება: გოგრა გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი, მოვაშოროთ ქერქი და კუბებად დავჭრათ. ჯანჯაფილი დავკეპოთ. ლიმონს ცედრა მოვაშოროთ და გავწუროთ. 250 მლ წყალში ჩავასხათ ლიმონის წვენი, დავუმატოთ 100 გ შაქარი, სანელებლები (მიხაკი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ჯანჯაფილი) და წამოვადუღოთ. როდესაც სიროფი გაცივდება, შიგ გოგრის ნაჭრები ჩავაწყოთ და 12 საათი გავაჩეროთ. შემდეგ გოგრის ნაჭრები ამოვიღოთ ქვაბიდან, სითხე წამოვადუღოთ და გოგრის ნაჭრები კვლავ მოვათავსოთ წვენში. ვხარშოთ 20-25 წუთის განმავლობაში. კომპოტიდან ამოვიღოთ მიხაკი და დარიჩინი. დავუმატოთ ძმარი, 20 გ შაქარი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.