Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორა სვამდნენ და სჭამდნენ უწინ

ზაქარია ჭიჭინაძე

ქვეყნის შექმნიდგან მე-XVII საუკუნემდე ადამიანიშვილი თითებითა სჭამდა, ჩანგლის ხმარება არ იცოდა და მხოლოდ იშვიათად მოხდებოდა, თუ ვინმე იხმარებდა ჩანგალსა და კოვზს.ცეზარის მშვენიერ რომში, ლუკულას ნადიმზე, რომელსაც მთელს ქვეყანაზე სახელი აქვს გავარდნილი თავისის აურიცხველის სიმშვენიერითა და სიმდიდრით, სტუმრები სირცხვილად არა სთვლიდნენ თითების ჩაყოფას საჭმელში, ერთს რომელისამე ნაჭრის ამოღებას და კბილით ღრღნას... თითქმის ასეთივე ჩვეულება ჰსუფევდა ფრანცისკ I სასახლეში, ჰენრიხ II-სა, ლუდოვიკ III-სა და, ასე წარმოიდგინეთ, ლიუდოვიკ მე-IV-საც-კი. თუმცა ეს ამბავი ცოტა ეოცება ადამიანს, მაგრამ მართალი-კია, და თუ შემდეგში მხატვრები თავისის სურათებზე ადამიანიშვილს სადილის დროს ჩანგლითა ჰხატავდნენ, ამით მხოლოდ ის დაამტკიცეს, რომ ისტორია ცუდად იცოდნენ.თუმცა უწინ ჩანგალ-კოვზს არ ჰხმარობდნენ, მაინც მაშინაც იყო თურმე ზრდილობის კანონი და წესი და რიგი გარეგანის ყოფა-ქცევისა. მაგალითებრ, საჭმელში მთელი ხელის ჩაყოფა უზრდელობად ითვლებოდა, მჭამელს თითი უნდა ჩაეყო და ისიც იმ პირობით, რომ დიდხანს არა სჭერიყო საჭმელში და ნაჭრის არჩევანში არ შესულიყო.ზრდილობიანობის წესი და რიგი, სუფრის მოწყობილობა და სუფრა-ტილოები მხოლოდ XVI საუკუნეს შეიცვალა ცოტა. ჩანგალი წარსულში ჰენრიხ III ზოგიერთმა ახირებულმა მეგობრებმა შემოიღეს. დანარჩენნი-კი ისევ ძველს წესს მისდევდნენ, სამის თითითა სჭამდნენ, სასტიკად ადგნენ იმ წესს, რომ `როცა თითები ქონიანი აქვს ადამიანს, ხელის ტილოსა და ან სუფრაზედ უნდა გაიწმინდოს, არა ტანისამოსზე და, ამას გარდა, არ უნდა გაილოკოსო`.ეხლახან გამოვიდა წიგნი საფრანგეთის ისტორიკოსის ალფრედ ფრანკლენისა, რომელიც ასწერს საფრანგეთის ძველთა წესთა და ჩვეულებათა მე-XV საუკ. მე-XVIII-მდე. ამ ისტორიის მე-VI ნაწილში ფრიად საინტერესოდ არის მოთხრობილი წეს-რიგი უწინდელის ნადიმობისა.სუფრაზედ ადგილის დაჭერა ხარისხოვნობაზედ იყო დამოკიდებული, ხარისხით მცირე ხარისხით უფროსის შემდეგ იჯდა, ხოლო თვით სახლის უფროსს-კი უეჭველად ზურგი უნდა შეექცია ბუხრისათვის და ისე დამჯდარიყო.13 რიცხვი მაშინაც ცუდ რიცხვად მიაჩნდათ და ამ რიცხვს უკავშირებდნენ იუდას, რომელიც მეცამეტე იყო საიდუმლო სერობაზედ. ჰერცოგი ლეჟინი სწერს თავისს მატიანეში, რომ ერთხელ ლიუდოვიკ მე-XV სუფრაზედ მეცამეტე იყო და მთელი სადილი ავ-გუნებად გაატარაო, თუმცა იმ დროს ისეთებიც ყოფილან, რომელნიც ამ ამაოდ-მორწმუნებას არ მისდევდნენ თურმე და მარილის დაპნევაც-კი არ მიაჩნდათ ცუდ ნიშნად.სუფრად დაჯდომამდე ხელის ბანვის ჩვეულებას, რომელიც ჩვენშია გავრცელებული და რომელსაც მთელს ევროპაშიც მისდევენ, ინგლისს გარდა, შუა საუკუნეებში აქვს დასაწყისი. მაშინ ყოველ საჭმლის ჩამორიგებაზე უეჭველად ხელს იბანდნენ. სტუმრებთან მარცხენა ხელით ოქროს, ან ვერცხლის თასი მიჰქონდათ და ხელებზედ სურნელოვან წყალს უსხამდნენ. მდაბიო ხალხში ამ ჩვეულებას ისე რიგად მტკიცედ არ მისდევდნენ და თვით ნაპოლეონიც-კი მხოლოდ ერთხელ იბანდა, სადილის წინად.საჭმელი სტოლზედ დახურული იყო იმ დრომდე, ვიდრე ყველა სტუმრები არ მოუსხდებოდნენ სუფრას. სუფრა ყოველ სადილს უკან უნდა გამოეცვალათ ხოლმე, რადგან სტუმრები ზედ ხელებს იწმენდნენ და ამიტომ შესაბრალისის შეხედულებისა იყო. მაშინ არამც თუ შემწვარსა სჭამდნენ თითებით, არამედ წვნიანსაც-კი სულ ორ-სამს ჯამში მიირთმევდნენ. ამ საუკუნის დასაწყისამდეც-კი შემწვარს უჩანგლოდ შეექცეოდნენ.თუ რა ძნელად შემოდიოდა ჩანგლის ხმარება, ნათლადა სჩანს იქიდგან, რომ კარლ მშვენიერის მეუღლეს (1324 წ.) დაკემენცია ვენგრიელისას თითო ჩანგალი ჰქონდათ, ხოლო ტურის ჰერცოგინიას – ორი. კარლ მე-V (380 წ.) სულ ცხრა ოქროს ჩანგალი ჰქონდა და ორი ვერცხლისა, კარლ მე-VI (1418 წ.) სამი ჩანგალი ხილისათვის და ამისთანავე სამიც შარლოტა დ`ალბრეს (1514 წ.).იტალიელებმა და გერმანელებმა ჩანგლის ხმარება ასისწლით ადრე დაიწყეს ფრანგებზედ. ინგლისელმა კორიეტიმ თავისის იტალიაში მგზავრობის დროს ჰნახა `ახირებული, მოუხერხებელი და საშიში` იარაღი ჩანგალი და ფრიად გაოცდა, ხოლო შემდეგ მიეჩვია, სასარგებლოდ დაინახა, წაიღო ინგლისში და ამის გამო დიდად სასაცილოდ აიგდეს. ანნა ავსტრიისა ვერ იქნა, ვერ მიეჩვია ჩანგლის ხმარებას და თავისის მშვენიერის თითებითა რჩებოდა საჭმლის ჭამას.ჩანგლის ხმარება უფრო მკვიდრად მხოლოდ წარსულ საუკუნის დამლევს შემოვიდა. აქვე მოვიყვანთ ზოგიერთ სანადიმო წეს-რიგს, რომელსაც ძველი ზრდილობა მოითხოვდა:`ვიდრე სხვა იღებს საჭმელს, შენ უნდა მოითმინო`.`საჭმელში დიდხანს არ უნდა გქონდეს თითები ჩაყოფილი`.`თუ შენთან მჯდომს ხორცი ცოტა შეხვდეს, გაუნაწილე შენ მიერ წამოკლებული დიდი ნაჭერი`.`ხორცი მხოლოდ სამის თითით უნდა აიღო. პირში პატარ-პატარა ნაჭრები ჩაიდე და პირში ლუკმის მისატანად ერთი ხელი იხმარე და არა ორივე ერთად`.`რამდენიც-კი შეგეძლოს, სჭამე, მასპინძელს ნუ დაჰზოგავ, რადგან თუ მეგობრისასა ხარ – ესიამოვნება, თუ მტრისას – მეგობრად მიგიჩნევს, რაკი კარგად მიიღებ იმის მასპინძლობას`.

`ივერია`. 1889, 29 ივნ. #135, გვ. 3-4.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული