Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კამეჩაანთკარის ყველი

კამეჩაანთკარის ყველი თელავის ბაზარზე განთქმული იყო. თბილისიდანაც მოდიოდნენ იმის საყიდლად. დღესა, გენაცვა, თელი მსოფლიო რო მაიარო, კამეჩის ყველს ვერსად იშოვნი. პაპიჩემმა მაინც ისეთის გამოყვანა იცოდა, რო შენი მოწონებული! დიდხან არ აჩერებდა წათხში. ახლადმარილგამჯდარ, რბილ-რბილ თავებს ამაიღებდა და ე, ამოდელა ბრტყელ ფიქალზე დააწყობდა. მერმე ემაგ ფიქალს კრამიტდახურული თალარის თავზე შემოსდგამდა, რო ღორი ან ძაღლი არ მიპარვოდა და მზეზე სდებდა. როცა ყველი გარედან შეხმებოდა და ნეკის სიმსხო ქერქს მაიდებდა, ხურჯინებში ჩავაწყობდით, ვირს ავკიდებდით და სოფელში ჩავზიდამდით ხოლმე. იმავე დღეს გრილ სარდაფში ხის თაროებზე ვალაგებდით და ზამთრამდე ეგრე ვაჩერებდით... როცა მზეზე გამთბარ და კანშემომხმარ ყველს სიგრილეში დადებ, შვილო, ჯერ სუ დაოფლამს, მერე კი, ნელა-ნელა თელ ამ ცხიმს უკან შაიწომს და თეთრი თავი თანდათან ქარვისეეფ ყვითელი ხდება. უჰ, მაგი ჭამას რა სჯობია, ბიჯო-ო! რომელი გუდა და სულგუნი! ეგ ყველი, გენაცვა ყველას კი არ უნდა აჭამო. სიტყვაზე რო ვთქვათ, ხევსური და მეგრელი კი ვერ გაიგებს მაგის გემოსა. ვერც ამერიკელი დააფასებს... ვერც რუსი და თათარი. ეგა, შვილო, უფრო ფრანგს, ან გერმანელს უნდა გააშინჯო, ანდა იტალიის ხალხსა...
 
ფრაგმენტი კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან "გლობალიზაცია"



ძალიან მომწონს კამეჩის სულგუნი, ვინაიდან თბილისის პირობებში ძნელია ყველის შენახვა-დაძველება, გრილ ალაგას თაროზე გაწყობით ჩემეული დაძველებაც კი შევიმუშავე, რომელიც ძალიან მომწონს.


ბარემ დაძველების შენეული რეცეპტიც გვითხარი, დაინტერესდა ხალხი :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.