Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშლის ნამცხვარი გამდნარი შოკოლადით

საჭირო მასალა:3 ცალი ვაშლი, 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი, 140 გ. დარბილებული კარაქი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 4 ს.კ. კონიაკი, ცხიმი და ცოტა შაქარი – ფორმისთვის, 100 გ შაქრის პუდრა, მარილი – გემოვნებით, 2 ცალი კვერცხი, 170 გ გაცრილი ფქვილი, 1 ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 1 ს.კ. გახეხილი ფორთოხლის ცედრა, 2 ს.კ. რძე, 2 ს.კ. ნუში,  გამდნარი შოკოლადი – მოსასხმელად.

მომზადება: თითოეული ვაშლი 12 ნაჭრად დავყოთ, ამოვაცალოთ თესლი და დავაყაროთ ფორთოხლის ცედრა. 1 ს.კ. კარაქი გავადნოთ და ვაშლს მოვასხათ, დავამატოთ ვანილის შაქარი, კონიაკი და გავაციოთ. ავიღოთ 10 ცალი ცეცხლგამძე 200 მლ ტევადობის ფორმა, წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ შაქარი. დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ მარილთან ერთად და თანდათანობით შევურიოთ კვერცხი. ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი და ისიც შევათქვიფოთ ცომს, დავამატოთ  რძეში არეული ფორთოხლის ცედრა და კანგაცლილი, დამტვრეული ნუში. მასა მოვათავსოთ ფორმებში და შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით. ნამცხვარი სუფრასთან მივიტანოთ ცივ მდგომარეობაში გამდნარ შოკოლადთან ერთად.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული