Home
ქართული | English
იანვარი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მულტიმედია

კომენტარები

პროფიტროლები ყველის გულსართით

საჭირო მასალა: გულსართისთვის - 1 ჭიქა ნაღები, 1 ჩ.კ. ფქვილი 300 გ ყველი “როკფორი,” 1 კონა კამა, მარილი წიწაკა - გემოვნებით. ცომისთვის -  120 მლ წყალი, 50 გ კარაქი, 80 გ ფქვილი, 4 ცალი კვერცხის გული, დანის წვერით - მარილი და შაქარი. 

მომზადება: კარაქი და წყალი ავადუღოთ, შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი და ვურიოთ. როდესაც მასა შესქელდება და ქვაბის გვერდებს მიეკრობა, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევათქვიფოთ კვერცხის გულები. ცომის პატარა ბურთულები მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და საშუალოდ გახურებულ ღუმელში 15 წუთით გამოვაცხოთ. წვრილად დაკეპილი კამა და ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და ყველი, შევანელოთ მარილით, წიწაკით და მოვათავსოთ გამომცხვარ პროფიტროლებში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული