Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინების ტორტი ფორთოხლით

საჭირო მასალა:ცომისთვის: 1 ჭიქა ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 200 გ. შაქარი, 600 მლ. რძე, 60 მლ. ზეთი. გულსართისთვის: 1 ჭიქა ხაჭო, 0,5 ჭიქა სქელი არაჟანი, 200 მლ. 35%-იანი ნაღები, 2/3 ჭიქა შაქრის პუდრა, 10 გ. ვანილის შაქარი, 4 ცალი ფორთოხალი. მოსართავად: 250 გ. შოკოლადი

მომზადება: ცომის ინგრედიენტები შევურიოთ, ავთქვიფოთ და მოვამზადოთ თხელი ცომი. გახურებულ ტაფაზე დავასხათ თხელ ფენებად და გამოვაცხოთ ბლინები. ხაჭო, არაჟანი, შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი ავურიოთ ერთმანეთში, ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ისიც შევურიოთ ხაჭოსა და არაჟნის მასას. გავარჩიოთ ფორთოხალი, მოვაცალოთ კანი და დავჭრათ. რამდენიმე ნაჭერი შევინახოთ ზემოდან მოსართავად. ბლინები რომ შეგრილდება, ფენა-ფენა წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ფორთოხლის ნაჭრბი. გარშემო და ზემოდან წავუსვათ 150 გ. დამდნარი შოკოლადი, დანარჩენი გავხეხოთ და მოვაყაროთ. ტორტი მოვრთოთ ფორთოხლის ნაჭრებით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული