Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ანანასის ტორტი “სურპრიზი”

საჭირო მასალა: ცომი - 250გ შაქარი, 1.5 ჭიქა ფქვილი, 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 2 ს.კ. ზეთი, 15გ ვანილის შაქარი, 2 ს.კ. ლიმნის წვენი, 1 ს.კ. ლიმნის ცედრა.

კრემი - 200 გ თეთრი შოკოლადი, 400მლ 32-38% -იანი ნაღები.

კრემი მოსართავად - 250მლ 32-38% - იანი ნაღები, 3 ს.კ. შაქრის პუდრა.

გულსართი - 1 ქილა ანანასის კონსერვი.

მომზადება:ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ ორთქლის აბაზანაზე დამდნარი ტეთრი შოკოლადი, შემდეგ შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. მიქსერით გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებელ ფხვნილთან ერთად, კარაქი, ვანილის შაქარი, ლიმონის ცედრა და წვენი და გამოვაცხოთ 28 მმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ ფორმაში 40 წუთის განმავლობაში. შეგრილებულ ბისკვიტს ამოვაცალოთ შუაგული, დავუტოვოთ გვერდები და ფსკერი. ამოღებული ბისკვიტის მასა დავჭრათ პატარა ნაწილებად, შევურიოთ ანანასი, წინა დღით მომზადებული კრემი. ამ მასით ამოვავსოთ ბისტვითის ღრმული. ზემოდან მოვრთოთ შაქრის პუდრასთან ათქვეფილი ნაღების კრემით.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123