Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვეზელი სამნაირი გულსართით

საჭირო მასალა: ცომისთვის - 250 მლ რძე, 100 გ კარაქი, 150 გ შაქარი, 4 ცალი კვერცხი, 1,5 ს.კ. მშრალი საფუარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 700-800 ფქვილი. გულსართისთვის – 100 გ ნუში, 100 გ ნიგოზი, 100 გ ქიშმიში, 100 გ შაქარი, 2 ს.კ. კონიაკი, 6 ცალი მჟავე ვაშლი.

მომზადება: თბილ რძეში გავადნოთ შაქარი და კარაქი. ფქვილში ავურიოთ საფუარი. კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად. 2 კვერცხის გული მოვიტოვოთ. მშრალ ინგრედიენტებს დავუმატოთ რძიანი მასა და მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ მიეკრობა, დავდოთ ასაფუებლად. დათლილი ნიგოზი, ნუში, შაქარი, კონიაკი და ქიმიში ერთმანეთში ავურიოთ. ვაშლი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ თესლი და თხლად დავჭრათ. აფუებული ცომი 2-3-ჯერ ჩავზილოთ. ბოლოს დავყოთ 14 ბურთულად, გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ ნიგვზიანი გულსართი და წვრილი რულეტები გავაკეთოთ. რულეტები ოდნავ დავაბრტყელოთ, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ვაშლი და კიდევ გადავახვიოთ, ჩავაწყოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გულები და ზემოდანაც ცოტა შაქარი მოვაყაროთ. დავაცადოთ 30 წუთი, რომ აფუვდეს, შემდეგ კი შევდგათ წინასწარ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული