Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჟოლოს რულეტი

საჭირო მასალა:

ცომი: 125 გ. შაქარი, 50 გ. ფქვილი, 40 გ. კარტოფილის სახამებელი, 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი, 4 კვერცხი.
გულსართი: 200 გ. ჟოლო, 100 გ. ჟოლოს ჯემი, 200 გ. შავი შოკოლადი, 0,5 ჭიქა 15 %-იანი ნაღები, 1 ჭიქა რძე, 0,5 ჭიქა პურის ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 1 ჩ.კ. ჟოლოს ლიქიორი ან “ამარეტო”, 2 ცალი კვერცხი, 250 გ. კარაქი.
მომზადება: რძე და ნაღები წამოვადუღოთ, შევურიოთ შაქარი, ფქვილი და დაბალ ცეცლხზე ვხარშოთ, თან ვურიოთ. როდესაც კრემი მოიხარშება, ცხელსვე შევათქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, შემდეგ გავაციოთ და შევათქვიფოთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი. კრემი შევდგათ მაცივარში.
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ერთ ჯამში გავთქვიფოთ ცილა 2 ს.კ. შაქართან ერთად. მეორე ჯამში – 2 კვერცხის გული და 2 კვერცხი დანარჩენ შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, სახამებელი, კაკაო და გათქვეფილი ცილა. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-20 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გადმოვიტანოთ შაქარმოყრილ ხელსაწმენდზე, ზედ წავუსვათ ჟოლოს ჯემი, შემდეგ კრემი და გადავახვიოთ. ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ცოცხალი ჟოლო.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული