Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზამთრის სალათა ფერად კაბაში

გემრიელ ციტრუსს შესწევს ძალა, გათქმევინოს: “რა კარგია, რომ ზამთარია!” ამ დროს შეგიძლია, მაღაზიაში წახვიდე და ხილთა სამეფოდან ყველაზე ლამაზი ფერები ამოირჩიოთ. თუ იღბლიანი ხარ და სისხლისფერ ფორთოხალს წააწყდი, გამოიყენე. ისე კი, ამ სალათის მომზადება ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ მხოლოდ გრეიფურტი, ფორთოხალი და მანდარინი (ყველა ის ციტრუსი, რომელიც ძალიან მჟავეზე ოდნავ ტკბილია). ხილს კანს გააცლით. საამისოდ ყველაზე მარტივი გზა მთელ სიგრძეზე ქერქის გაჭრა და კანის ქურქივით გახდაა. შემდეგ ციტრუსს ნაჭრებად დაყოფ და წვენს გამოადენთ. საბოლოოდ კი, მიიღებ სალათას, რომლის გემოც ტკბილ-მჟავის ისეთივე კონტრასტია, როგორიც მისი ფერები.

შემადგენლობა:
2 წითელი ფორთოხალი
1 ვარდისფერი გრეიპფრუტი
მარილი
ნახევარი თავი წითელი ხახვი
3 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი ძმარი
ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი
ლიმნის წვენი გემოვნებით;
1/4 ჩაის კოვზი დაჭრილი ტარხუნა;
 
მომზადების წესები:
1. გაფცქვენით ციტრუსი, გამოადინეთ რაც შეიძლება მეტი წვენი და დაჭერით. მოაფრქვიეთ მარილი და გაალამაზეთ დაჭრილი ხახვით;
2. კარგად შეურიეთ ერთმანეთს ზეთი, ძმარი, თაფლი, ლიმნის წვენი და ტარხუნა. გასინჯეთ. დაუმატეთ სანელებლები გემოვნებით და მოაპკურეთ სალათას.
 
მომზადების ხანგრძლივობა: 15 წუთი;
რაოდენობა: 4 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.