Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

კონკურსზე სხვადასხვა ქვეყნის 87 დიდი, მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე საფერავის ნიმუში იყო წარდგენილი. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგებოდა. ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი გახლდათ, რომელმაც საქართველოში წარმოებულ ღვინოებს მაღალი შეაფასება მისცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, კონკურსის ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებით ჩატარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი იყო საერთაშორისო, სადაც ქართულ საფერავთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებში წარმოებული საფერავიც. ძირძველი ქართული ვაზის ჯიში საფერავი, ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. საფერავი, საქართველოს ვაზის ერთ-ერთი უმთავრესი ჯიშია, რომელიც ნელ-ნელა დგება ისეთი ჯიშების გვერდით, როგორიცაა კაბერნე, მერლო და ა.შ.” - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კონკურსში გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული