საჭირო მასალა: 600 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეთი, 6 მარცვალი ილი, 1 ს.კ. ქინძის ტესლი, 4 ცალი მიხაკი, 125 გ ბრინჯი ბასმატი, 0,5 ს.კ. წიელი წიწაკა, 0,5 ს.კ. ყვითელი კოჭა, 0,5 ს.კ. კამის თესლი, 100 მლ ქოქოსის რძე, 400 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 8 ღერი ქინძი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო გავრეცხოთ და დავყოთ ყვავილედებად. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ზეთი გავაცხელოთ სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ ილი, ქინძის თესლი, მიხაკი და 2 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი და ნიორი. 3 წუთის შემდეგ შევურიოთ ბრინჯი, წიწაკა, ყვითელი კოჭა, კამის თესლი და 0,5 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ყვავილოვანი კომბოსტო და დავასხათ ბულიონი. წბვენმა უნდა დაფაროს დანარჩენი ინგრედიენტები. როდესაც წამოდუღდება, დავახუროთ სახურავი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთით ან ძალიან დაბალ ცეცლხლზე თავდახურული დავტოვოთ 20-25 წუთის განმავლობაში. კერძის კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი