Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათა “ვარდების თაიგული”

საჭირო მასალა: სალათისთვის:3 ცალი ჭარხალი, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 ქაშაყის ფილე, 1 ქილა მაიონეზი, 1 კონა ოხრახუში,  მარილი, პილპილი - გემოვნებით.

ბლინებისთვის: 8 ს.კ. ფქვილი, 200 მლ მდუღარე წყალი, 200 მლ კეფირი, 1 კვერცხი, თითო მწიკვი მარილი, შაქარი და სოდა, 1 ს.კ. ზეთი.

მომზადება: კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი მოვხარშოთ, გავაცალოთ კანი და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ქაშაყი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. 1 ცალი ჭარხალი გადავინახოთ. ზემოხსენებული პროდუქტები მაიონეზთან, წვრილად დაჭრილ ოხრახუშთან, მარილთან და პილპილთან ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ სასალათეში. სალათა მოვათავსოთ მაცივარში. მოვამზადოთ ბლინები – კვერცხი, შაქარი და მარილი გავტქვიფოთ, დავახათ მდუღარე წყალი და ისე, თქვეფა რომ არ შევწყვიტოთ, დავამატოთ კეფირი, სოდაარეული ფქვილი და ზეთი. ცომისგან გამოვაცხოთ ბლინები და შევაგრილოთ. დარჩენილი ჭარხალი წვრილ სახეხზე გავხეხოთ, შევურიოთ მარილი და პილპილი. ბლინებზე მოვათავსოთ ჭარხლის მასა, გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ. დაჭრილი ბლინები მოვათავსოთ სალათაზე და კიდევ ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული