Home
ქართული | English
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათა ქათმითა და მოხარშული კვერცხით

საჭირო მასალა: 800 გ ქათმის ფილე, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 6 ცალი კვერცხი, 3 სქელი ნაჭერი თეთრი პური, 1 კონა სალათის ფოთოლი, 2 კბილი ნიორი, 500 გ ცხიმიანი იოგურტი, 125 გ შინაური მაიონეზი, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, 100 გ პარმეზანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და თითო მხრიდან 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. დავჭრათ რგოლებად. თეთრი პური პატარა კუბებად დავჭრათ და გაცხელებულ ზეთში შევბრაწოთ. შემდეგ საშრობ ქაღალდზე დავაწყოთ დასაწრეტად. ნიორი წვრილად დავკეპოთ. იოგურტი, მაიონეზი და ნიორი ავურიოთ. შევანელოთ ლიმონის წვენით, მარილითა და პილპილით. ქათმის ხორცი მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. ყველი მსხვილად გავხეხოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. ყველა ინგრედიენტი ფენა-ფენა მოვათავსოთ და მოვასხათ სოუსი.

© ღვინის კლუბი /Weekend     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.