Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ორაგულის კატლეტები კომბოსტოთი

საჭირო მასალა:500 გ ორაგულის ფილე, 1 თავი ხახვი, 300 გ კომბოსტო, 1 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ბრიჯის ფქვილი (დაფქული ბრინჯი), 1 ს.კ. სოიას სოუსი, 2 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო, 1 ჩ.კ. თაფლი, 2 ცალი კვერცხი, 1 კონა კამა, მარილი, შავი პილპილი.

მომზადება:თაფლი გავხსნათ ღვინოში. თევზი, ხახვი და კომბოსტო გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ დაკეპილი მწვანილი, ნიორი და ბრინჯის ფქვილი. კვერცხი გავთქვიფოთ სოიას სოუსთან და  თაფლიან ღვინოსთან ერთად და შევურიოთ ფარშს. ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ზეთიან ტაფაზე შევწვათ. როდესაც კატლეტს მეორე მხარეს გადავატრიალებთ შესაწვავად, ცეცლხს დავუწიოთ და ტაფას დავახუროთ სახურავი.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თემა:

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული