Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინაში უალკოჰოლო არაყი გაიყიდება

ღვინისა და არყის მწარმოებელი ერთ-ერთი უკრაინული კომპანია გვპირდება, რომ 2013 წლის ივნისში ბაზარზე გასაყიდად გამოიტანს ახალ და მეტად ორიგინალურ სასმელს – უალკოჰოლო არაყს. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ ამ ახალი სასმლით განსაკუთრებით უალკოჰოლო ლუდის მოყვარულები დაინტერესდებიან. ასეთი არყის გამოჩენა ასევე არანაკლებ სასიხარულო იქნება მძღოლებისათვის, რომლებსაც ხშირად უწევთ ამ მათრობელა სასმელზე უარის თქმა. ახალგამოგონილ არაყში ალკოჰოლის შემცველობა მხოლოდ 1,5 % იქნება, მინიმალური მაჩვენებელი – 0,2%. სიმაგრე სასმლის სახეობაზე იქნება დამოკიდებული – მწარმოებლები გეგმავენ გამოუშვან არა მხოლოდ კლასიკური, არამედ “შინგამოხდილი” და “წიწაკიანი” არყები. მწარმოებლები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ უალკოჰოლო არაყს ზუსტად ისეთივე გემო ექნება, რაც მის ალკოჰოლიან პროტოტიპს. რადგან ასეთი სასმლის დამზადება ცოტა რთულ ტექნოლოგიას უკავშირდება, ახალშექმნილი არაყი შედარებით ძვირიც ეღირება. მოკლედ, სულ მალე უკრაინელებს საშუალება ექნებათ უალკოჰოლო არყისა და ლუდისაგან დამზადებული თავიანთი საყვარელი კოქტეილი “ჩაკიდული” მიირთვან და შემდეგ მშვიდად მიუსხდნენ საჭეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული