Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ბროკოლით ჩინურად

საჭირო მასალა: 350 გ ბროკოლი, 30 გ ნიგოზი, 2 თავი წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 10-20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 250 გ ქათმის ფილე, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი, 4-6 ს.კ. წყალი, 2 ს.კ. ზეთი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ბროკოლი ყვავილედებად დავანაწევროთ და მდუღარე მარილიან წყალში 2 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გადავწუროთ. ნიგოზი მსხვილად დავფქვათ, ხახვი წვრილად დავჭრათ. ჯანჯაფილი და ნიორი დავნაყოთ. ქათმის ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ სოიის სოუსი და ავურიოთ სახამებელი. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და 1-2 წუთის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე, ყველა მხრიდან შევბრაწოთ ქათმის ხორცი. ხორცი ტაფიდან ამოვიღოთ და შიგ მოვათავსოთ ხახვი და ბროკოლი. ბოსტნეული დაბალ ტემპერატურაზე 2 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი, ჯანჯაფილი და ნიგოზი. 2 წუთში ბოსტნეულს დავასხათ წყალი და 2 წუთი ვადუღოთ. ტაფაში ჩავაბრუნოთ ხორცი, დავაყაროთ მარილი და ბლომად წიწაკა. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული