Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯამბალაია

საჭირო მასალა: 1 დიდი თავი ხახვი, 3-4 კბილი ნიორი, 1 ცალი ტკბილი, ყვითელი წიწაკა, 100 გ ნიახურის ძირი, 4 ცალი ქათმის ბარკალი (თითო 120 გ), 2 ს.კ. ზეთი, 150 გ დაჭრილი ჩორიზო ან სხვა მსგავსი ძეხვი, 3 ს.კ. ტომატპასტა, 800 მლ ქათმის ბულიონი, 2-3 ს.კ. კრეოლური სანელებლების ნაკრები ან ბარბექიუს სანელებელი, 1 ქილა თავის წვენში დაკონსერვებული პამიდორი, 8 ცალი დიდი, გასუფთავებული კრევეტი, 1,5 ჭიქა გრძელი ბრინჯი, 5 ს.კ. ფორთოხლის წვენი, 2 ს.კ. თაფლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიახური, წიწაკა და ხახვი დავჭრათ. ნიორი დავჭყლიტოთ. ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სქელძირიან ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ ქათმის ბარკლები და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან. ჩორიზო მსხვილად დავჭრათ, ჩავამატოთ ქვაბში და მოვშუშოთ. ქვაბიდან ამოვიღოთ ჩორიზო და ჩავყაროთ ბოსტნეული. დავუმატოთ ტომატპასტა და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ. დავასხათ 400 მლ ბულიონი და მოვაყაროთ კრეოლური სანელებელი. დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი, ქათმის ბარკლები და ჩორიზო. ქვაბს დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვადუღოთ, დავასხათ დანარჩენი ბულიონი და წამოვადუღოთ. დავაყაროთ ბრინჯი, კრევეტები 15 წუთი ვადუღოთ თავახდილი, შემდეგ ამოვურიოთ, დავახუროთ სახურავი და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ თაფლი, ფორთოხლის წვენი, გამოვრთოთ ცეცხლი და 10 წუთი გავაჩეროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული