Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური შეჭამანდი მაკარონითა და ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 200 გ წვრილი მაკარონი, 400 გ სტაფილო, 300 გ ნიახური, 500 გ პამიდორი, 1 თავი ხახვი,  2 ს.კ. + 100 მლ ზეითუნის ზეთი, 1,5 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ პარმეზანი, 2 კბილი ნიორი, 250 გ მოხარშული თეთრი ლობიო, მარილი, პიპილი - გემოვნებით

მომზადება: მაკარონი ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ და გადავწუროთ. სტაფილო და ნიახურის ძირი რგოლებად დავჭრათ, ფოთლები დავჭრათ და ცალკე შევინახოთ. დავჭრათ ხახვი და პამიდორი. 2 ს.კ. ზეთი ტაფაზე ან ქვაბში გავაცხელოთ, დავუმატოთ სტაფილო, ხახვი, ნიახურის ძირი და 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, დავუმატოთ პამიდორი, ბოსტნეულის ბულიონი, მარილი და პილპილი.  ქვაბს დავახუროთ სახურავი და 10 წუთი ვადუღოთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ყველი გავხეხოთ. ნიორი დავკეპოთ, დავასხათ 100 მლ ზეთი, დავუმატოთ ყველი და  სამზარეულოს კომბაინით დავაქუცმაცოთ. შევრიოთ მარილი და პილპილი. წვნიანში ჩავუმატოთ ლობიო, მაკარონი და წამოდუღებისთანავე მოვაყაროთ დაჭრილი ნიახურის ფოთლები. სუფრაზე ყველისა და ზეთის სოუსთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.