Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შინაური ყველი ძირათი და ქინძით

საჭირო მასალა: 1 ლ კეფირი, 1 ლ რძე, 6 კვერცხი, 1/3 ჩ.კ ცხარე წითელი წიწაკა, 4 ჩ.კ. მარილი, 1 კბილი ნიორი, მწიკვი ძირა, 4-5 ცალი მწვანე ხახვი, 1 კონა კამა და ქინძი.
 
მომზადება: რძე და კეფირი შევურიოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და თანდათანობით ჩავასხათ მასში მარილთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. ვადუღოთ, სანამ შრატი არ გამოიყოფა. შეგრილებულს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, ძირა, წიწაკა და 2-3 ფენა დოლბანდში გახვეული რამდენიმე საათით დავკიდოთ გასაწურად. როცა შრატი ჩამოიწურება, დოლბანდი შევკრათ და მივცეთ მრგვალი ფორმა. მოვათავსოთ თეფშზე და დასაწნეხად ზემოდან დავადოთ ნებისმიერი სიმძიმე. ერთი ღამე გავაჩეროთ მაცივარში და დილით შეგვიძლია გავჭრათ.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული