Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრის ნიოკი

საჭირო მასალა: 600 გ კარტოფილი, 250 გ. გოგრის რბილობი, 2 კვერცხის გული, 230 გ ფქვილი, 3 ს.კ. ყველი პეკორინო, მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი. სოუსი – 12 ცალი თავშავას ფოთოლი, 4 ს.კ. კარაქი

მომზადება: კუბებად დაჭრილი გოგრა და კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში და ჩავზილოთ პიურე. ყველი ავურიოთ კვერცხის გულებთან, მარილთან, მუსკატის კაკალთან და შევურიოთ ბოსტნეულის პიურეს. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომისაგან მოვამზადოთ თითის სისქის ზოლები, დავჭრათ 1 სმ სიგრძის ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში. როცა ნიოკები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ამოვიღოთ ქაფქირით. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, შიგ 3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ დაჭრილი თავაშავას ფოთლები და მოვასხათ ნიოკის ულუფებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული