Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული ხახვის სუპი

საჭირო მასალა: 60 გ კარაქი, 3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი. 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი, 600 მლ წყალი, 120 მლ მშრალი წითელი ღვინო, 300 გ ძროხის ხორცის ბულიონი, 240 გ დაჭრილი შვეიცარიული ყველი, 1 ცალი ფრანგული ბაგეტი, ცოტა კარაქი.

მომზადება: კარაქი გავადნოთ 4 ლიტრის მოცულობის ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და მოვურიოთ. დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვშუშოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ დავასხათ ბულიონი, ღვინო და წყალი. მივიყვანოთ ადუღებამდე, რის შემდეგაც ცეცხლს დავუწიოთ, დავახუროთ სახურავი და 10 წუთი ვხარშოთ. ბაგეტს მოვაჭრათ 2,5 სმ სისქის ოთხი ნაჭერი, წავუსვათ კარაქი და 165 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ. დანარჩენი პური წვნიანთან ერთად ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ. წვნიანი ჩავასხათ 4 ცეცხლგამძლე ჯამში, ზედ დავადოთ გახუხული პური და ყველის ნაჭრები. ჯამები მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება.

© ღვინის კლუბი/Weekend



აბა ხახვისააო.¿

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული