Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეულის სალათა

ზამთრის მარაგი

მასალა: 1 კგ. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 1 კგ. ხახვი, 0.5 კგ. სტაფილო, 0.5 ლ. ზეთი, 0.5 ჭიქა ძმარი, 2-3 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. დაფქული ტკბილი წითელი წიწაკა - პაპრიკა, 1 მოზრდილი თავი ნიორი, 1 ს.კ. ყვითელი ყვავილი, 1-2 ს.კ. გამხმარი რეჰანი(მწვანე), 1 ს.კ. ბეგქონდარა ან 0.5 ს.კ. ქონდარი, 1-2 ჩ.კ. ბაჰარის მარცვლები, ამდენივე შავი პილპილის მარცვლები, 1 პატარა კონა ოხრახუში. მარილი და წითელი ცხარე წიწაკა - გემოვნებით.
მომზადება: ბულგარული წიწაკა თესლებისაგან გასუფთავებული დავჭრად თხელ რგოლებად, ხახვი – ნახევარწრეებად, სტაფილო  თუ წვრილია, დავჭრათ სიგანეზე წრეებად, მსხვილი სტაფილო – სიგრძეზე ავკეპოთ, ნიორი წვრილად დავჭრათ და ყველაფერი მოვათავსოთ თასში, ავურიოთ პილპილის და ბაჰარის მარცვლები და სხვა საკმაზები. ზეთში ავურიოთ შაქარი, მარილი, ცხარე წიწაკა, ძმარი, მოვასხათ დაჭრილ ბოსტნეულს და დავტოვოთ რამდენიმე საათით. შემდეგ გემოვნებით გავუწყოთ მარილი და წიწაკა, ჩავტენოთ ქილებში, დავახუროთ პლასტმასის სახურავები და საჭიროებისამებრ დავამატოთ ზეთი. ორ-სამ დღეში ბოსტნეული ჩარბილდება და წვენს შემოიყენებს. წვენი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. ასეთი სახით ჩამჟავებულ სალათს არ სჭირდება სტერილიზაცია, ინახება დიდხანს და სრულიად უსაფრთხოა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული