Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი კომბოსტო ვეგეტარიანულად

საჭირო მასალა: 400 გ კომბოსტო, 3 სტაფილო, 1 ცალი პრასი, 200 გ დაკონსერვებული ანანასი, 3 ს.კ. ქუნჯუთის ან ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. მოტკბო-მომჟავო სოუსი ან კეტჩუპი, 3 ს.კ. სოიის სოუსი, 1 სავსე ს.კ. სახამებელი, 2 ს.კ. მოხალული მიწის თხილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კომბოსტო თხლად დავკეპოთ. სტაფილო მსხვილად გავხეხოთ. პრასი მრგვლად დავჭრათ. ანანასი დავჭრათ, წვენი კი შევინახოთ. ვოკში ან ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ცხიმი. დავუმარტოთ სტაფილო და კომბოსტო და 5 წუთი ვშუშოთ. ანანასის ნახევარი და პრასი კომბოსტოსა და სტაფილოს დავუმატოთ და მზადება განვაგრძოთ. მოტკბო-მომჟავო სოუსი, სოიის სოუსი, 6 ს.კ. ანანასის წვენი და 6 ს.კ. წყალი სახამებელში ავურიოთ, დავამატოთ კომბოსტოს და ამოვურიოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მიწის თხილი. გარნირად შეგვიძლია მივირთვათ ბრინჯი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული