Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

პანგასიუსი კიტრით

პროდუქტები:
1  ლიმონი
 2 პანგასიუსის ფილე
1 პატარა ხახვი
1 კიტრი
3 ს/კ დაფქული კვლიავი
1 ს/კ  კარაქი
75 მლ თეთრი ღვინო
2 ს/კ მდნარი ყველი ან გახეხილი უმარილო ყველი
რამოდენიმე ღერი პიტნა
მარილი, წიწაკა, ძირა
 
მომზადება:
თევზის ფილე გავრეცხოთ და გავაშროთ, წავუსვათ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ლიმონის წვენი და ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. მანამდე წვრილად ავკეპოთ ხახვი, კიტრი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გული ამოვაცალოთ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ ხახვი და ცოტა რომ დარბილდება, დავუმატოთ კიტრი, 2-3 წუთის განმავლობაში თან ვურიოთ და თან ვშუშოთ, დავამატოთ ღვინო და ყველი, თან ვურიოთ. შემდეგ ჩავყაროთ მომზადებული მწვანილი და სანელებლები, ბოლო ჩავაწყოთ თევზი, დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ მანამ, სანამ თევზი არ მომზადდება. 
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com
თემა:

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234

ტოპ ხუთეული