Home
ქართული | English
აპრილი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

მულტიმედია

კომენტარები

ორნაირი თევზის პაშტეტი

საჭირო მასალა: 400 გ კალმახის ფილე, 200 გ შებოლილი ორაგული ან კალმახი, 2 თავი ხახვი, 70 გ კარაქი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 1 ს.კ. 33%-იანი ნაღები, 2-3 ღერი ახალი ტარხუნა ან ქონდარი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ფორმაში ორმაგ ფენად ჩავფინოთ ფოლგა და ზეთი წავუსვათ. თევზის ფილესაც წავუსვათ ზეთი, დავასხუროთ 1 ჩ.კ. ძმარი, დავაყაროთ მარილი და პილპილი. თევზის ნაჭერი ფორმაში მოვათავსოთ, ფოლგის კიდეები ისე გადმოვუკეცოთ, რომ თევზის ნაჭერი ბოლომდე არ დაიფაროს და 8-10 წუთით ღუმელში მოავათავსოთ. თევზი რომ შეგრილდება, გადმოვიტანოთ სხვა ჭურჭელში და ჩანგლით ჩავზილოთ.

ხახვი წვრილად დავჭრათ, დავასხათ მდუღარე წყალი და საწურში გადავწუროთ. შევურიოთ 1 ს.კ. ძმარი, ნაღები და კარგად ავურიოთ. დავდგათ 10 წუთი თბილ ადგილას. შებოლილი თევზის ბლენდერში ავთქვიფოთ. ტარხუნის ან ქონდრის ფოთლები ძალიან წვრილად დავჭრათ. ტარხუნა, ხახვი, დარბილებული კარაქი, შებოლილი და შემწვარი თევზის პიურე ერთმანეთში კარგად ავურიოთ, ჩავდოთ ფორმებში, გადავაკრათ ცელოფანის პარკი და 3-4 საათით მაცივარში შევდგათ. თუ გვსურს უფრო ნაზი მასა მივიღოთ. ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა ერთად ავთქვიფოთ ბლენდერში და შემდეგ შევურიოთ კარაქი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული