Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული კალმარები

საჭირო მასალა: 2 ცალი მთლიანი კალმარი, 100 გრამი კრევეტის ხორცი, 12 ცალი პატარა კრევეტი, 50 გ მაგარი ყველი, 1 ხახვი, 1 სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ზეთი, მარილი, თეთრი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო, ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 1-2 ს.კ. ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო. ნივრის ნახევარი დავუმატოთ კრევეტების ხორცს, დავაყაროთ მარილი და პილპილი. გადავიტანოთ სტაფილოსთან და ხახვთან ტაფაზე და 1-2 წუთი ვშუშოთ. მოშუშული ინგრედიენტები გადავიტანოთ თასში და როცა გაგრილდება, ავურიოთ გახეხილი ყველი.

კალმარები კარგად გავასუფთავოთ, შევაშროთ, გამოვტენოთ გულსართით და ჩხირით შევკრათ. კალმარები ძალიან არ გავტენოთ, რომ შეწვისას არ დასკდეს. კალმარები 5 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან შევბრაწოთ ზეთში. დავუმატოთ გასუფთავებული კრევეტები, დარჩენილი ნიორი და 3-4 წუთი ვშუშოთ. ამის შემდეგ გამოვრთოთ ცეცხლი და კერძი კიდევ რამდენიმე წუთით დავტოვოთ დავდახურულ ტაფაში.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული