Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის ტორტი გარგარის ჯემის გულსართით

საჭირო მასალა: ცომისთვის – 150 გ მწარე შოკოლადი, 6 კერცხი, მწიკვი მარილი, 200 გ შაქარი, 120 გ დარბილებული კარაქი, მწიკვი ვანილი, 130 გ ფქვილი.

გულსართისთვის – 200 გ გარგარის ჯემი.ცოტა რძე და შოკოლადი – მინანქრისთვის.

მომზადება: ცომისთვის განკუთვნილი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. 26 სმ. დიამეტრის ფორმას ცხიმი წავუსვათ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა და მწიკვი მარილი კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას არ მივიღებთ, დავუმატოთ ნახევარი შაქარი. კარაქი გათეთრებამდე ავთქვიფოთ,  ვამატოთ  დანარჩენი შაქარი და ვანილი. შევურიოთ კვერცხის გულები, სემდეგ დამდნარი შოკოლადი და ბოლოს – ფქვილი. ფქვილიან მასას შევატქვიფოთ გათქვეფილი ბეზეს მასა, გადავიტანოთ ფორმაში და 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელსი დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, სანამ ბისკვიტი ნაპირებზე ფორმას არ მოშორდება. მზა ბისკვიტი ცოტა ხნით ღუმელში დავტოვოთ, შემდეგ გამოვიღოთ და ბადეზე გავაგრილოთ. ტორტის ბისკვიტი სიბრტყეზე გავჭრათ და შუაში ჯემი წავუსვათ. შოკოლადი გავადნოთ რძესთან ერთად და მოვასხათ ნამცხვარს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული