Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შაქრისა და შოკოლადის დიდოსტატი თბილისში

რუსუდან სავანელი

გასულ კვირას თბილისს ევროპაში ცნობილი კონდიტერი და შაქრის მაესტრო – ბატონი სტეფანო ფანტოცი ეწვია. იგი იტალიურ-ქართული ასოციაციის, "Georgia for Friends" –ისა და პროფესიულ კოლეჯ“იკაროსის” მოწვევით ჩამოვიდა. მან ერთი კვირის განმავლობაში კოლეჯის სტუდენტებისათვის პატარა ზეიმი მოაწყო. როდესაც ამ ღონისძიების შესახებ შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, ყველაფერი გადავდე და პროფესიულ კოლეჯს მივაშურე. სტუდენტებთან ერთად საკონდიტრო ხელოვნების დამფასებელთა მთელი არმია იყო შეკრებილი. მათთან ერთად იყვნენ პროფესიული კოლეჯის პედაგოგები და ქართულ-იტალიური ასოციაციის "Georgia for Friends"–ისხელმძღვანელები.

ბატონი ფანტოცი ცნობილი იტალიური ტკბილეულის მომზადების სპეციფიკას აცნობდა მასტერკლასის დამსწრეთ. თავიდან მაესტრო საგონებელში ჩააგდო საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების გარკვეულმა ნაწილმა. სამჯერ მოუწია ერთიდაიგივე ცომის რეცეპტის გარდაქმნა და ქართულ ფქვილზე მორგება. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, საქართველოსა და ევროპაში ფქვილის განსხვავებული სტანდარტები არსებობს. მეტსაც გეტყვით – ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმისთვის სხვადასხვა ტიპის ფქვილია განსაზღვრული და მისი საკმაოდ დიდი ჩამონათვალი არსებობს. საქრთველოში კი ძირითადად სამი ხარისიხის ფქვილია, უმეტესწილად კი უმაღლესი ხარისხის ფქვილი გამოიყენება. კონდიტერი აშკარად უკმაყოფილო იყო ქართული წარმოების კარაქითაც. აღნიშნა, რომ იგი ზედმეტად ცხიმიანი იყო და მისი ნახევარი დოზის გამოყენება გახდა საჭირო.

პასტა ფროლა - უნაზესი ფხვიერი ცომით მომზადებული ნუგბარი, ძირითადად სტუდენტებს მოამზადებინა და გადავიდა მთავარზე - შაქრის სკულპტურაზე. ვიგრძენი, რომ რაღაც ახალი დაიწყო. ერთი შეხედვით დაღლილ ფანტოცის თითქოს სულ გადაავიწყდა ყველაფერი და მთლიანად შემოქმედებით პროცესში გადაეშვა. სამუშაო მასალა, ანუ შაქარი, თავისი შემცველობით განსხვავდება ჩვეულებრივი შაქრისგან. როგორც სტეფანო ფანტოცი ამბობს, ეს ხელოვნებაა, რომელსაც თითოეულ კონდიტერი თავისებურად უდგება და შაქრის მასის დამზადებისას თავისი საიდუმლოებები გააჩნია. უყურებ და ნელ-ნელა შენს თვალწინ შაქარი ჯერ საძერწ მასალად, შემდეგ კი ფილიგრანული ოსტატობით დამზადებულ ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნება. ფანტოცი ნელა და აუღელვებლად მუშაობს, თან დინჯად აცნობს სტუდენტებს იმ პატარა დეტალებს, რითიც შაქარი უნდა დაიმორჩილო და ხელოვნების ნიმუშად აქციო, გახადო მინასავით გამჭვირვალე, ან მარგალიტივით პრიალა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ბატონი სტეფანო ფანტოცი ხმაურიანი, მხიარული იტალიელი წარმომედგინა, სინამდვილეში იგი საოცრად თავმდაბალი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი აღმოჩნდა. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა (ფანტოცი გახლავთ კონდიტერთა შორის 2010-2011 წლების ევროპის ჩემპიონი და 2011 წლის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი), იგი თავის უპირველეს პროფესიად მაინც მზარეულობას მიიჩნევს და პიზაში ერთ-ერთი რესტორნის შეფმზარეულია, ხოლო საკონდიტრო ხელოვნება მისი ნამდვილი გატაცებაა.

ფანტოცისთვის შაქართან მუშაობა არის შემოქმედება, რომელიც საშუალებას აძლევს თავისი შინაგანი მდგომარეობა სხვებს გაუზიაროს. მიაჩნია, რომ ამ საქმეში ულევ ფანტაზიასთან ერთად დიდი მოთმინება და საკონდიტრო საქმიანობის პრინციპების ზედმიწევნით კარგად ცოდნაც აუცილებელია. მოგვიანებით ბატონ ფანტოცის ქართული სამზარეულოს შესახებაც ვკითხე, რაიმე ქართული კერძი ხომ არ ჰქონდა დაგემოვნებული და როგორი იყო მისი შთაბეჭდილება, რაზეც მან მიპასუხა - გარდა იმისა, რომ ქართულ სამზარეულოს გემო გავუსინჯე, საუზმეზე ქართველი მზარეულის მიერ მომზადებულ ქართულ საჭმელებს მივირთმევ, ყოველდღე ახალ რაღაცას ვსინჯავ და ძალიან მომწონს, განსხვავებული გემო ვიგრძენიო. განსაკუთრებით ქართული ყველი, კერძოდ კი სულგუნი მოეწონა. სხვა სახეობებზე კი თქვა, რომ შესაძლოა ძალიანაც გემრიელი იყოს, მაგრამ იტალიური გემოვნებისთვის ზედმეტად მარილიანიაო.  

ტრიუფელებისა და შოკოლადის მომზადების პროცესმა ისე მიმიზდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და მეც მივიღე მონაწილეობა. როგორც სტუდენტებმა მითხრეს, მათ მიერ მომზადებული ნუგბარი მასტერკლასის ბოლო დღეს გალა ჩვენებაზე უნდა წარედგინდათ დამთვალიერებლებისათვის, ხოლო თავად მაესტრო კი რაღაც სურპრიზს ამზადებდა... სანამ ფანტოცი ისვენებდა, დრო ვიხელთე და ქართულ-იტალიური ასოციაციის Georgiafor Friends-ის პრეზიდენტს გავესაუბრე. ბატონი კლაუდიო ჩერაი ასოციაციის პრეზიდენტი და ამასთან ქალაქ პიზის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლავთ. როგორც მან განაცხადა, საქართველოსა და იტალიას შორის ასეთი კულტურული გაცვლები ხშირად ხორციელდება და ამ პროექტების სულისჩამდგმელი ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, ქალბატონი თამარ ბასილაშვილია. ქალბატონმა თამარმა მემორანდუმი გაფორმა იკაროსთან და გადაწყდა იტალიური სამზარეულოს საფუძვლები ქართველი სტუდენტებისათვის ესწავლებინათ.

კლაუდიო ჩერაი - “სტუდენტები, რომლებიც აქ სწეავლობენ, უნდა იცოდნენ კარგი მომსახურება და როგორც ქართული სამზარეულო, ასევე უცხოური კულინარიული კულტურაც, რათა სათანადო დონეზე მოემსახურონ ტურისტებს. საქართველო ღვინის სამშობლოა, უძველესი კულტურა გააჩნია და ტურიზმის განვითარების შესანიშნავი პოტენციალი აქვს. საქართველოში ამ დარგის განვითარების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად სწორედ კვალიფიციური კადრების სიმცირე და ინფრასტრუქტურული პრობლემები მიმაჩნია. რაც შეეხება მომავალ გეგმებს კოლეჯ “იკაროსთან” ერთად, სავარაუდოდ ეს იქნება უკვე ზაფხულში - მასტერკლასი იტალიური ყავის შესახებ.“

მასტერკლასის ბოლო დღე რესტორან "Bed Lounge"-ში სტეფანო ფანტოცის გალა ჩვენებით დასრულდა, სადაც ცნობილმა მაესტრომ სტუდენტების მიერ მომზადებულ ტკბილეულთან ერთად მის მიერ შექმნილი შაქრის ნატიფი ქმნილებაც წარმოადგინა, რომლის გამოქვეყნების უფლებაც სამწუხაროდ არავის მისცა. ეს ექსკლუზიური ნამუშევარია, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგრთავთ ნებასო! – განგვიცხადა. შაქრის სკულპტურა მწვანე და ყვითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. შაქრის ფურცლები თავისი შესახედაობით პრიალა ქაღალდისაგან თითქმის არ განსხვავდებოდა, ხოლო პეპლის ფრთები, რომელიც ქანდაკებას ერთგვარ დასრულებულ სახეს სძენდა, თითქოს დამტვრეული მინის უმცირესი ნაწილაკებისგან იყო შექმნილი.

ქმნილებამ დამთვალიერებელი აღფრთოვანებაში მოიყვანა, თუმცა კრიტოკოსებიც აღმოჩნდნენ და მსოფლიოში სახელგანთქმულ კონდიტერს გემოვნება და ოსტატობა დაუწუნეს. გალა-ჩვენებაზე მასტერკლასის მონაწილეები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სტეფანო ფანტოციმ უამრავი მადლობა მიიღო და გაოცებულიც დარჩა სტუდენტების მიერ გამოხატული ემოციებით. რამდენიმე გოგონას გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო, ამ დღეების განმავლობაში ფანტოცის ძალიან შევეჩვიეთ და მოგვენატრებაო.

© ღვინის კლუბი/Weekend



მეც მინდოდა ჩემი ქართული გემოვნებიან-კრიტიკული თვალი გადამევლო ფანტოცის ნამუშევრებისთვის, მაგრამ ვერ მოვიძიე ხმაურიანის და მხიარულის ნაცვლად რომ საოცრად თავმდაბალი იტალიელი დაგხვდათ, ეგ კი ამოგივიდათ, ცოტა არ იყოს და, გულუბრყვილოდ :)


ამავე წერილში წერია,რომ მან თავისი ქმნილების გამოქვეყნება არ ისურვა და ამიტომ არ მოგეცათ მისი ხილვის საშუალება. რაც შეეხება ჩემს გულუბრყვილობას - ეს იმით იყო განპირობებული, რომ სხვა იტალიელებთანაც მქონია რაღაც შეხება. :)


ვიცი რომ წერია :) უბრალოდ, ვიფიქრე ახალი ნამუშევრები იყო და იმიტომ არ სურდა საქვეყნოდ გამოფენა. და მაინც, სტერეოტიპების გავლენაა, თორემ ისე არც მე ვიტყოდი უარს კარგი სიმღერისა და კიდევ უფრო კარგი ღვინის დაყენების ნიჭზე:)


ნამდვილად ახალი ნამუშევარი შექმნა, ფოტოები კი გადავუღე, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, მისი სხვებისთვის გაზიარება რომ ვერ შევძელი. ულამაზესი რამ შექმნა ამ ადამიანმა. იტალიელებს ჩეხეთში რომ გადავეყარე, ეგ არ დამავიწყდება ნამდვილად - ხმაურიანი და თავხედი ხალხი.გამახსენდა მშობლიური საქართველო... რა, ჩვენში ყველა ერთნაირია? - არა, მაგრამ რაღაც საშუალო სტატისტიკური მაინც არსებობს. :) სხვები, ვინც ვნახე, იქნებ მომეჩვენა მაგ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მყოფს - ზუსტად ისეთი ტიპები იყვნენ, მაგ სტერეოტიპებს რომ შეეფერება. :))))))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული