Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

პრობლემები ველისციხეში

გლეხებს ყურძნის ჩაბარების პირველი პრობლემები უკვე შეექმნათ. როგორც რადიო "ჰერეთს" გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან აცნობეს, ამ წუთებში ველისციხის ღვინის ქარხანასთან 2 კილომეტრიან რიგში 60-მდე ავტომანქანა დგას. გლეხები ყურძნის ჩაბარებას უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ცდილობენ. მათი ინფორმაციით, ღვინის ქარხნის ადმინისტრაციამ ყურძნის მიღება დღის მეორე ნახევარში შეწყვიტა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქარხანაში ტექნიკა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. პრობლემის მოსაგვარებლად იქ შეკრებილ გლეხებს მოკრეფილ ყურძენს დღესვე ალტერნატიულ ქარხნებში ჩააბარებინებენ.

© “პირველი”

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123