Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მათთვის, ვისაც კარგი ღვინის შეძენა სურს

მაგდა სურგულაძე
 
საქართველოში დამკვიდრებულია ჩამოსასხმელი ღვინის კულტი. რატომღაც ვერ ვხვდებით, რომ ასეთი ღვინის ფალსიფიცირება უფრო ადვილია, თუკი ამას ვინმე მოინდომებს. მაინცდამაინც ჩამოსასხმელი ღვინის ყიდვა თუ გვინდა, ბრმად არ უნდა შევიდეთ ნებისმიერ მაღაზიაში, მით უფრო - ბაზარში, ჩამოვასხმევინოთ ღვინო და წავიღოთ სახლში ისე, რომ ელემენტარულად არ ვიკითხოთ, რომელი კომპანიის და რა სახეობის ღვინოს ვყიდულობთ. კარგი ჩამოსასხმელი ღვინის ყიდვა მოწესრიგებულ სპეციალურ ღვინის მაღაზიებში, ან ცნობილი კომპანიების საფირმო მაღაზიებში უფროა შესაძლებელი. მე გირჩევთ ოპერის გვერდით “ღვინის სამყაროს”, ასევე ვაკეში, “ქინძმარაულის მარანის” მაღაზიას. მსგავს კომპანიებს არავითარი სურვილი არ ექნებათ, ცუდი ღვინო გაყიდონ და სახელი გაიფუჭონ.
ბაზარში დიდწილად გაურკვეველი წარმოშობის ღვინოებია. იშვიათად შეიძლება ნახო პატიოსანი გლეხი კარგი ღვინით. ასეთ შემთხვევაში, თვითონ მყიდველი უნდა ერკვეოდეს ღვინოში ისე, რომ ბრმად არ ენდოს გამყიდველს.
რაც შეეხება ბოთლის ღვინოებს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების გამო, რუსეთში გასაგზავნ ბოთლებს ეტიკეტზე ეწერა ვადები. შეიძლება ასეთი “ვადაგასული” ღვინოები შეგხვდეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე მქონდა შემთხვევა, როცა სტუმარს შევთავაზე 2004 წლის “წინანდალი” (ჩემი საყვარელი “წინანდალია”) და არც წამიკითხავს, ეტიკეტზე ვადა თუ ეწერა. სტუმარი მეუბნება: ღვინო ძველია და მომწამლავსო. ეს დიდი სისულელეა. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ღვინოში, იცის, რომ დაძველებული ღვინო უფრო კარგია. მით უფრო, “წინანდალს” არ შეიძლება 3-4 წელიწადში ვადა გაუვიდეს. რქაწითელის ღვინოს შენახვისა და დაძველების დიდი პოტენციალი აქვს.
ბოთლის ღვინის შეძენისას, აუცილებელია, მივაქციოთ ყურადღება ბრენდებს. ღვინის გემოვნური თვისებები დამოკიდებულია მოსავალზეც. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომელი ღვინის რომელი წლის მოსავალს აქებენ.
გასათვალისწინებელია, არის თუ არა დაცული მაღაზიაში ღვინის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურა. ბოთლები უნდა ეწყოს ჰორიზონტალურად, რათა საცობი არ გამოშრეს, არ განვითარდეს მიკრობები და ღვინომ არ დაკარგის ღირსებები. სამწუხაროდ, ჩვენს მაღაზიებში იშვიათად მინახავს სწორად დალაგებული ღვინო.
 
© მადიანი/vinoge.com


მსურს ხარისხიანი ღვინის შეძენა ღვინის მაღაზიისათვის, როგორც ჩამოსასხმელი ასევე ბოთლის, გთხოვთ გამომიგზავნოთ ღვინის ასორტიმენტი და ფასები....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული