Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ვენახი მსოფლიოში

ლატვიაში, ტალსას რეგიონის ფერდობებზე გაშენებული ვენახი გინესის რეკორდების გამოცემამ მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ვენახად აღიარა. საბილაში სულ 35 ჯიშის ყურძენი მოჰყავთ, თუმცა ძირითადი სახეობა ზილგას (Zilga) ჯიშია. მევენახეობა-მეღვინეობით ამ ადგილებში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაინტერესდნენ, ტალსას ღვინოებით ჰერცოგის კარი მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ვენახები რამდენჯერმე გაუდაბურდა, თუმცა ენთუზიასტთა წყალობით მუდამ ხერხდებოდა მათი აღორძინება. სანდრა მიხაილოვა, რომელიც ქალაქ საბილაში ტურიზმის საკითხებს კურირებს, ამბობს, რომ ვენახები ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის, რომელსაც ლატვიაში მოქმედი კანონის თანახმად, ალკოჰოლის გაყიდვის უფლება არ აქვს. ამდენად, ამ ვენახების ღვინის დაგემოვნება მხოლოდ Sabiles Vina Festival - ზეა შესაძლებელი, რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული