Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წყალი ღვინოში

სამხრეთაფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს, თუ რა გზით შეიძლებოდა მათ ღვინოში ალკოჰოლის მაღალი შემცველობის დაბალანსება და ქვეყნის მთავრობას განსახილველად შესთავაზეს კანონპროექტი, რომელიც ღვინის წყლით გაზავებას ითვალისწინებს. გლობალური დათბობის პირობებში წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება ალკოჰოლის განსაზღვრული დოზის შენარჩუნება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ღვინოში. მსოფლიო ბაზარზე კი დაბალალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს სამხრეთაფრიკული ღვინის მიმდინარე გაყიდვები. სამხრეთაფრიკელ მეღვინეთა წინანადადებამ ღვინის წყლით შესაძლო გაზავების შესახებ ევროკავშირის ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ასეთი ქმედება მეღვინეობისა და მევენახეობის ორგანიზაციის მიერ აკრძალულია. ღვინის წყლით გაზავების იდეის მომხრენი კი აცხადებენ, რომ ეს ბევრად მსუბუქი ჩარევაა ღვინის ტექნოლოგიაში, ვიდრე ევროპაში ნებადართული ზოგიერთი ტექნოლოგია.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული