Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჟან პოლ გოტიემ მგრძნობიარე შამპანური შექმნა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ შამპანური ღვინის სახლ Piper-Heidsieck-თან ერთად უნიკალური დიზაინის შამპანური შექმნა. ელიტური შამპანურის, Piper-Heidsieck Brut Vintage 2000 Black Cancan-ის ბოთლი შავი ატლასის ბადისებრი კოლგოტით არის შემოსილი და სვაროვსკის კრისტალებით არის მორთული. ბოთლის ყელს შავი ბროლის სამკაული ამშვენებს, რომელსაც ალმასის წახნაგები აქვს. ბოთლი ლატექსის საცობით არის დახუფული და წითელი ნიღბით შემკული. ასეთი დიზაინის წყალობით, წარმოსახვაში ვნებით აღვსილი, მგრძნობიარე და სექსუალური ფრანგი ქალის იერსახე ჩნდება. ფრანგ ქალებსა და კანკანზე საუბრობს თვითონ დიზაინერიც - “ამჯერად ლატექსი და ბადისებრი კოლგოტების იდეა გამოვიყენე, მასალები, რომლებიც ყოველთვის შთამაგონებდა. ეს ბოთლი მაგონებს სხეულს, რომელსაც კოლგოტები აცვია, წითელი ნიღაბი კი მას იდუმალებას ანიჭებს და ამგვარად შევყავართ შამპანურის სამყაროში”. ბოთლი სასაჩუქრე შეფუთვაშია, რომლის დიზაინიც ქალის ტუჩებს მოგვაგონებს. ყუთი გარედან შავი ლაქითაა დაფარული, შიდა მხარე კი წითელ ფერშია გადაწყვეტილი. შამპანურს კომპლექტში მოყვება გერმანული კომპანია Schott Zwiesel-ის 2 ბოკალი და 799 დოლარი ღირს.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.