Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წყალდიდობა ბურგუნდიაში

რამდენიმე დღის წინ ბურგუნდიაში გადაუღებელი წვიმები დაიწყო. 2001 წლის შემდეგ ამ მხარეში ნალექის რეკორდული მაჩვენებელი სწორედ ამ დღეებში დაფიქსირდა. კოკისპირული წვიმების გამო მდინარეები ადიდდა და Coted'Or–ისა და Chablis–ის მეურნეობები დაიტბორა. ასევე წყლით დაიფარა Chassagne-Montrachet-ს ზოგი ვენახიც. სამწუხაროდ, სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ადიდებულმა მდინარემ სავინი-ლე-ბონის მიდამოებში გზებიც დააზიანა, რის გამოც კინაღამ ჩაიშალა ღვინის ყოველწლიური ფესტივალი Bienvenue a Savigny. მართალია, სტიქია ჩრდილოეთითაც გავრცელდა და შაბლისა და ტონერის კომუნაც დააზარალა, მაგრამ მოსავალს დიდი საფრთხე არ შექმნია – იქაური ვენახების უმრავლესობა ხომ ფერდობებზეა გაშენებული. თუმცა ადიდებულმა წყალმა თითქმის სულ დაფარა Domaine Servin-ის მარანი. წელს უამინდობის გამო მხოლოდ ბურგუნდიამ არ იზარალა – ძლიერი ყინვის გამო ლუარას მხარეში მოსავლის 60% დაზიანდა, ბერჟერაკის მიდამოებში კი მოსავლის 80% სეტყვამ შეიწირა.       

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული