Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წელს მოსახლეობისგან ყურძენს არც „ქინძმარაულის მარანი“ ჩაიბარებს

წელს მოსახლეობისგან ყურძენს არც „ქინძმარაულის მარანი“ ჩაიბარებს. „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის დიმიტრი ლებანიძის განცხადებით, კომპანია 1200 ტონაზე მეტი ყურძნის მოკრეფას საკუთარი ვენახებიდან ვარაუდობს, ამიტომ გლეხებიდან დამატებითი ყურძნის შეძენა არ სჭირდება.
2010 წელს წელს „ქინძმარაულის მარანი“ ექსპორტზე 400 ათას ბოთლზე მეტ ღვინოს გაიტანს, რაც შარშანდელთან შედარებით 20%-ით მეტია. კომპანიას ღვინო ჩინეთში, სინგაპურში, პოლონეთსა და ბელორუსიაში გააქვს.
რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსახლეობიდან ყურძნის მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩაბარებას გეგმავს „თელავის ღვინის მარანი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, კომპანია წელს 2500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, რაც ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავალი იქნება.
მისი თქმით, „თელავის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს მილიონ 800 ათას ბოთლ ღვინოს ჩამოასხამს. აქედან მილიონ 600 ათასი ექსპორტზე გავა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია. „თელავის ღვინის მარანს“ ღვინო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გარდა ინგლისში, ჰოლანდიასა და შეერთებულ შტატებში გააქვს.

© GHN

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული