Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის გენომის კვლევა ჩინეთში: ვაზის წარმოშობა და ევოლუცია

ალკოჰოლის ჩინური სიმბოლო ქართული ქვევრიდან მომდინარეობს"

ვაზის გაშენებამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ცივილიზაციაზე. სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, მაინც ხშირად კამათობენ ვაზის წარმოშობისა და განვითარების გზაზე მთელ მსოფლიოში. ვაზის გენომის კვლევის პროექტში ჩინეთის იუნანის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს მისი წარმოშობა და ევოლუცია ველური ვაზიდან დღევანდელ ჯიშებამდე ათასობით ვაზის გენომის ანალიზის მიხედვით, რომლებიც აბრეშუმის გზის გაყოლებით შეგროვდა. კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) ველური ვაზის კოლექციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღნიშნულ პროექტში. 

აქამდე პრეისტორიული ეპოქის ნისლში იმალებოდა კვალი იმისა, თუ როდის და სად მოხდა ზუსტად ველური ვაზის გაკულტურება, ერთი სათავე ჰქონდათ თუ არა დღევანდელ სუფრის ყურძენსა და საღვინე ყურძენს. მაინც, ცხადია, რომ ვაზი გადაურჩა მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს, დიდი მიგრაციის შედეგად კი მრავალი გენი “შემოიერთა” აზიიდანაც: “უკვე რამდენიმე წელია თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი აბრეშუმის გზა ოდესღაც ღვინის გზაც იყო.

კვლევის მიმოხილვაში საუბარია საქართველოზეც, როგორც ღვინის სამშობლოზე და ქვევრზეც, როგორც ალკოჰოლის ჩინური სიმბოლოს პირველწყაროზე: “ალკოჰოლის ჩინური სიმბოლო ქართული თიხის ქვევრებიდან მომდინარეობს” - განმარტავს პროფესორი პიტერ ნიკი KIT - Joseph-Gottlieb Kölreuter-ის მცენარეთა მეცნიერების ინსტიტუტიდან (JKIP). სწორედ ნიკმა შესთავაზა ჩინელ მკვლევრებს ვაზების შეგროვება აბრეშუმის გზის ქვეყნებში. მისმა იდეამ საფუძველი ჩაუყარა კვლევაში 16 ქვეყნის მონაწილეობას, რომლებმაც არა მხოლოდ ველური და ძველი სახეობების ვაზი მიაწოდეს ინსტიტუტს, არამედ გაუზიარეს ცოდნაც და ისტორიაც მათი რეგიონების შესახებ, რამაც უფრო მეტი წარმოდგენა შეუქმნა პროექტის ავტორებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

საკმაოდ დაძაბული გლობალური პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, იუნანის სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის ბიორესურსების კონსერვაციისა და ულიტილიზაციის ლაბორატორიაში 3500-ზე მეტი ვაზის დნმ-ის ნიმუში გაიგზავნა, მათგან 1000-ზე მეტი ველური სახეობის იყო. ლაბორატორია ერთ-ერთია საუნივერსიტეტო და კვლევითი ინსტიტუტების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც დაფინანსებას და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლებისგან იღებენ. ლაბორატორიაში დოქტორ ვეი ჩენის ხელმძღვანელობით გაშიფრეს გენომები და შექმნეს ვაზის ევოლუციის ყველაზე დეტალური მოდელი. შედეგად აღმოაჩინეს მრავალი ახალი და უცნობი რამ.  

პროექტმა გამოავლინა, რომ მევენახეობის სათავეები სწორედ სამხრეთ კავკასიაში იყო, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 11 000-წლით ადრე. მევენახეობის ტექნოლოგია ძალიან სწრაფად გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით, უმოკლეს ვადებში კი ადგილობრივი ველური ვაზების შეჯვარებით წარმოიქმნა ვაზის საკმაოდ დიდი სახეობა, რომლებიც  კალმით მრავლდებოდა. დაახლოებით 7000-8000 წლის წინ კი ახლო აღმოსავლეთში მსხვილკენკროვანი სახეობები სუფრის ყურძნამდე განვითარდა. ვაზის გავრცელებას თან ახლდა მკვეთრი კლიმატური ცვლილებები განსაკუთრებით 8000 - 4000 წლამდე. შედეგად კი ადამიანთა მიგრაციამ ვაზის გენომში კვალი დატოვა. მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში შუა საუკუნეების ვაზები აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ვაზის გენებს შეიცავს. სტატიას science daily-ზე გაეცნობით სრულად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული