Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარსკვლავური როზე

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ღვინის ეტიკეტზე თავიანთი ფოტო გამოსახეს. “სამომავლოდ საუცხოო პროვანსულ წითელ ღვინოს შემოგთავაზებთ, ოღონდ ამისათვის შვიდი წელი უნდა გვადროვოთ”, – განაცხადა ბრედ პიტმა ჟურნალ Wine Spectator-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. 50 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონს “ფერმერის როლი”. მეღვინის პროფესია მსახიობისა და პროდიუსერის საქმიანობას ჰგავს. ამ სფეროებში კი მას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ კინოში გამომუშავებულ უნარ-ჩვევებს წარმატებით იყენებს მეღვინის პროფესიის დასაუფლებლად. როგორც ირკვევა, ღვინის დაწურვა-დაყენების პროცესით პიტი საოცრად მოიხიბლა, საკუთარ თავს კი ფერმერს უწოდებს. "მე უკვე ფერმერი ვარ. ძალიან მომწონს, როცა მიწის შესახებ რაიმე ახალს ვსწავლობ. მაინტერესებს, რომელ ფერდობზე რომელი ჯიშის ყურძენი ხარობს უკეთ. საოცრად მომწონს საშემოდგომო ორომტრიალი, როცა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი – ყურძნის კრეფის ჟამი დგება. ამ დროს ათასი კითხვა მიჩნდება – როდის დავიწყებთ რთველს? შაქრის რა შემცველობა აქვს? როგორია მჟავიანობა? დღეს ხომ არ იწვიმებს? თავისუფალ დროს კი ტყეში ან საკუთარ მამულში ვატარებ,”- ამბობს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა 2012 წელს საფრანგეთის სამხრეთში, სოფელ კორენსთან ახლოს 4 კმ2-ზე გაშენებული მამული შეიძინეს. ბიზნესი მალევე გამართეს და პირველი ჩამოსხმა - ვარდისფერი ღვინო Rose Miraval - 32,77 დოლარად გაყიდეს. პიტმა საკუთარი პროდუქტის გაყიდვები კომპანია Berry Bros & Rudd-ს მიანდო. გასული წლის მარტში პირველი პარტიის 6 ათასი ბოთლი საფრანგეთში online გაყიდვებით 5 საათშივე “გაქრა”. 

   © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული