Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უვარგისი "ხვანჭკარა" აშშ–ს დახლებზე

ვინ ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმიჯის შელახვას?
 
სოციალურ ქსელებში ამერიკაში შეძენილი „ხვანჭკარას“ ფოტოები გავრცელდა, სადაც აშკარად ჩანს ღვინის ცუდი ხარისხი. ღვინის შემძენმა „ფეისბუქზე“ ფოტომასალა და ინფორმაციაც გამოაქვეყნა,  სადაც დასალევად უვარგისი ღვინოა ასახული და მისი მწარმოებელი კომპანიის სახელიცაა მითითებული.
 
„ღვინო ნიუ–ჯერსიშია“ შეძენილი, აქვს მკვეთრი ძმრის სუნი, არის მღვრიე და მოყავისფრო, ტოვებს უცნობი წარმოშობის ნალექს. მე ვერ შევძელი იმ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, რომელმაც ეს ღვინო დაამზადა. იქნებ თქვენ შეძლოთ ამის გარკვევა? ეტიკეტს აწერია, რომ ღვინო საქართველოშია დამზადებული. ასეა თუ არა ეს?“ – კითხულობს მომხმარებელი, რომელმაც ღვინოში 17 დოლარი გადაიხადა. 
 
ღვინის ეტიკეტის თანახმად, მწარმოებელი კომპანიაა Grammy Collection-ი, რომლის შესახებ, როგორც commersant.ge-მ გაარკვია, ქართული ღვინის მსხვილ კომპანიებში არაფერი იციან. კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ,,თბილღვინოს“ გენერალურ დირექტორ გიორგი მარგველაშვილსაც. ასეთი კომპანიის არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ არც ,,წინანდლის ძველ მარანსა“ და ,,ხვანჭკარაში“.  
 
Grammy Collection–ი არ ფიგურირებს ამერიკაში ექსპორტის განმახორციელებელი კომპანიების ჩამონათვალში, რომელიც commersant.ge–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გადმოუგზავნეს. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში ქართული ღვინო ექსპორტზე შემდეგ კომპანიებს გააქვს: 1) კორპორაცია ,,ქინძმარაული“; 2) Ltd  ,,ქინძმარაული“; 3) თელავის ღვინის მარანი; 4) ასკანელი ძმები; 5) თელიანი ველი; 6) რაჭული ღვინო; 7) შუხმან ვაინს  ჯორჯია; 8) ი/მ გიორგი მირიანიშვილი.
 
Grammy Collection–ის არსებობის შესახებ მხოლოდ საქპატენტის გენერალური დირექტორისთვის, ირაკლი ღვალაძისთვის აღმოჩნდა ცნობილი. ღვალაძის თქმით, ინფორმაცია ამერიკაში შეძენილი უხარისხო ღვინის შესახებ მის უწყებასაც მიაწოდეს, მათ კი ეს მასალა „სამტრესტს" გადასცეს, სადაც აღნიშნული კომპანიის არსებობა დაუდასტურეს. თუმცა ღვალაძე ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და არ არის გამორიცხული, საქმე არაჯანსაღ კონკურენციასთან გვქონდეს, რადგან ამერიკაში გაფუჭებული პროდუქციის მაღაზიაში შეტანა საკმაოდ რთულია და ამისთვის იქ უამრავ სერტიფიკატს ითხოვენ.commersant.ge თავად Grammy Collection–თან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია არცერთ საინფორმაციო ცენტრს არ მოეპოვება.
 
Grammy Collection–ის  მიერ უხარისხო ღვინის ამერიკაში გაყიდვას პირველი კომენტარები უკვე მოჰყვა. ,,თელავის  ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარის ზურაბ რამაზაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე აწარმოებს ღვინის ექსპორტს ამერიკაში, მსგავსი შემთხვევა ამერიკაში ქართულ ღვინოს იმიჯს გაუფუჭებს, ვინაიდან ამერიკელების განწყობა ამ ერთი შემთხვევისადმი ზოგადად ქართულ ღვინოზე გავრცელდება.
 
„მსგავსი შემთხვევები დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს ამერიკაში ქართული ღვინის რეალიზაციაზე. როცა ამერიკელი ქართულ ღვინოს ყიდულობს, ის ცალკეულ კომპანიებს ნაკლებად იცნობს და ზოგადად, ქართული ღვინის შესახებ შთაბეჭდილება ამ ერთი შეძენილი ბოთლით ექმნება.
 

© commersant.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული