Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

სომხეთი და უკრაინა: აქციზი ერთი საზომით

სომხეთმა უკრაინულ ალკოჰოლსა და სიგარეტზე სააქციზო მოსაკრებელის ისეთივე სტანდარტი დააწესა, როგორიც ადგილობრივ პროდუქციაზე აქვს.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უკრაინასა და სომხეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს,  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს დაევალა 2011 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში უკრაინული წარმოშობის სპირტიან სასმელზე იგივე აქციზის გადასახადი შემოიღოს, როგორიც დაწესებულია ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლურ სასმელზე. ამგვარად, 2011 წლიდან უკრაინული პროდუქცია სომხეთში შემდეგი წესით დაიბეგრება: ლუდი - 70 დრამი/ლიტრზე (1,55 გრივნა),  არაყი - ღირებულების 30% (დღგ-ს გარეშე), მაგრამ არა უმეტეს 500 დრამი/ლიტრზე (11,04 გრივნა),  სხვა სპირტიანი სასმელები - 30%, არა უმეტეს 380 დრამი/ლიტრზე 98,39 გრივნა). ათას სიგარეტზე დარიცხული იქნება 4750 დრამი (104,95 გრივნა),  თუ სხვაობა არ აღემატება სიგარეტის საბაჟო ღირებულების 15%-ს.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123