Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო Bloomberg Business-ის ღვინის რვა მნიშვნელოვან რეგიონს შორის

24 თებერვალს “Bloomberg Business”-ში გამოქვეყნდა ღვინის გამოცდილი ჟურნალისტის, “Bloombert News”-ის მესვეტის, ელინ მაკკოის (Elin Mccoy) სტატია: “მსოფლიოს ღვინის  მომავალი დიდი რეგიონები. რვა ცხელი წერტილი, სადაც თქვენთვის ახალ დიდებულ ღვინოს აწარმოებენ“ (“The World’s Next Big Wine Regions. Eight hot spots producing your next great bottle”).

ღვინის მწერალი აღნიშნავს:

„ყოველთვის ვიყავი ღვინის აღმოჩენის ნარკომანი, მუდამ ვნადირობდი ყურძნის ახალ ჯიშებზე, ახალ რთველზე, ახალ მეღვინეებსა და განსაკუთრებით იმ ახალ ადგილებზე, სადაც შესაძლოა, ვაზი მანამდე არც არასდროს ყოფილიყო გაშენებული. ამბიციური მეღვინეების წყალობით და  ღვინის მომხმარებლებში მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, გემოვნება შედარებით მსუბუქი სტილის ღვინოებისკენ გადაიხარა. ცხადია, შეიცვალა  კლიმატიც  და მსოფლიოში ღვინის ცხელი წერტილების რიცხვი, როგორც არასდროს, იზრდება. თუ თქვენი ყური კვლავაც გაჩვეულია ძველი, კარგად ცნობილი რეგიონების სახელებს, ესე იგი, თქვენ დროს ჩამორჩით. აქ წარმოდგენილია  მსოფლიოს რვა ადგილი, სადაც „კარგი ღვინო“ უკვე „დიდებულ ღვინოდ“ გარდაქმნის გზას ადგას.“

ელინ მაკკოი საგანგებო ქვეთავს უთმობს საქართველოს, როგორც ღვინის ახალი მნიშვნელოვანი რეგიონის, მეღვინეობის ისტორიისა და თანამედროვე ვითარების მიმოხილვას.  

საქართველოს რესპუბლიკა

"ეს ქვევრის ქვეყანაა. ქვევრი თიხის გაბერილ ამფორას ჰგავს, რომელიც ფუტკრის ცვილითაა დაფარული და მიწაშია ჩაფლული.  როგორც წესი, მეღვინეები ქვევრს 500 ძირძველი ჯიშის ყურძნის წვენის დასადუღებლად იყენებენ. ეს მეთოდი და მეღვინეობის რვაათასწლიანი ისტორია,  მის წითლებსა და თეთრებს კონტრ-კულტურის დატვირთვას სძენს. მეღვინეობის ამგვარ აღორძინებას რუსეთის შვიდწლიანმა ემბარგომაც შეუწყო ხელი, რომელმაც მწარმოებლები აიძულა გაეუმჯობესებინათ წარმოების ხარისხი და ეზრუნათ ექსპორტზე. თხუთმეტი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობიდან,  სრულყოფილი პოტენციალის ჯიშებია - წითელი საფერავი, თეთრი რქაწითელი და მწვანე.  

სცადეთ: „ხოხბის ცრემლები” - კახეთის დაბლობი, რქაწითელი 2010 (18 $). ფერით - ოქროსა და ქარვისფერი; დამრგვალებული, მწიფე და სხეულიანი, გარგრისა და სანელებლების ნოტებით.“

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული