Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ღვინოების მორიგი აღიარება

შვედური ჟურნალის Alt Om Mat-ის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ კონკურსზე, რომელიც წელს 53-ედ ჩატარდა, საუკეთესო მეღვინის წოდება სამხრეთაფრიკელ Danie Malan-ს ხვდა წილად. მეურნეობა Allesverloren, რომლის თანამშრომელიც გახლავთ გამარჯვებული მეღვინე, ქალაქ სვარტლენდში მდებარეობს. კონკურსში 4200 სახეობის ღვინო იღებდა მონაწილეობას ანუ ზუსტად იმდენი, რამდენი ღვინის ნახვაც შვედური ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების დახლებზე შეიძლება. საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკის ღვინოებს შვედურ ბაზარზე საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. Wines of South Africa-ს აზიისა და აფრიკის მარკეტინგის მენეჯერის, Michaela Stander-ის თქმით, შვედეთის სამეფოში მათ ღვინოების გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი 21,3%-ია, მაშინ, როცა იტალიური, ავსტრალიური, ესპანური და ფრანგული ღვინოებისა შესაბამისად, 16,3%, 14,5%, 12,4% და 8,3%-ს შეადგენს. სამხრეთ აფრიკის ღვინოების გასაღების ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, დიდი ბრიტანეთი და გერმანიაა, ახლა კი მათ შვედეთიც შეუერთდა. შემდეგ ადგილებზე მოდიან: ჰოლანდია, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული