Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენაში დაეხმარება

ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს. 

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. აღნიშნული პროცესი  მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს  საერთაშორისო  გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს  ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.   

კადასტრის აღიარებული სპეციალისტი ანა ლუჟი საერთაშორისო გამოცდილებისა  და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით, გასულ წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობდა. აღნიშნული საკონსულტაციო მისიები აღმოჩნდა პროდუქტიული და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვნად დაეხმარა ვენახების კადასტრის მიმდინარე სამუშაოების განხორციელებაში.

კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები,  შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია;  რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში  1818,2 ჰექტარი ვენახი.

საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული