Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"სთრით ფუდ ფესტივალი" თბილისში

1 ივლისს თბილისში, პირველი ქართული "სთრით ფუდ ფესტივალი" ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "რიჩი ივენთი". ფესტივალის მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, ჯანსაღი სოციალურ-კულტურული გარემოს შექმნა და ქართული  სამზარეულოს მრავალფეროვნების წარმოჩენაა. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ერთ დღეს, ერთ ადგილზე დააგემოვნონ სხვადასხვა კერძი. ფესტივალს უმასპინძლებს მთაწმინდის პარკი. დასწრება თავისუფალია.

"სთრით ფუდ ფესტივალზე" მოეწყობა 20 ზე მეტი ქართული რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის  მიერ წარმოდგენილი კერძების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება ექნებათ კერძებთან ერთად დააგემოვნონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელებიც. გასინჯონ ტკბილეული, ისიამოვნონ საფესტივალო მუსიკით, გაერთონ, დაისვენონ. 14:00 დან 19:00 საათამდე სტუმრები შეძლებენ რესტორნების მიერ  მომზადებული კერძების დაგემოვნებას, ხოლო სწრაფი კვების ობიექტები იქნება გვიან ღამემდე.

ღვინის კლუბი ესაუბრა კომპანია "რიჩი ივენთის" დამფუძნებელს, თამთა რიჩის, რომელმაც გაგვიზიარა ფესტივალის შექმნის იდეა და ხედვა: " მსგავსი ტიპის ფესტივალები ევროპაში ხშირად ტარდება, საქართველოში კი არ იყო. პირველ რიგში, ეს მიმართულება იმიტომ ავირჩიეთ, რომ ასეთი ღონისძიებები გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. გადავწყვიტეთ ქართული რესტორნებისთვის ერთად მოგვეყარა თავი, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადებდნენ ორიგინალურ კერძებს. მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ წარადგინონ საკუთარი თავი, როგორც ადგილობრივი ბაზრის ხარისხიან მწარმოებლებს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ნდობის გამყარებას და გაყიდვების სტიმულირებას".

ეს არის მცდელობა, შეიქმნას კულტურულ-გასართობი სივრცე, სადაც სტუმრები გაეცნობიან სწრაფი კვების პროდუქტებისადმი ახლებურ მიდგომას. მონაწილე რესტორნები, ორიგინალური რეცეპტებით წარადგენენ კერძებს. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ქართული კერძის განახლებული ვერსია, ან უცხოური კერძი, ქართული სანელებლებით შეზავებული. ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს ჯანსაღი პროდუქტით დამზადებულ სწრაფი კვების გემრიელ კერძებს, კომფორტული შეფუთვით.

ერთი შეხედვით, ქართულ სინამდვილეში ქუჩის საკვების დიდი არჩევანი არ გვაქვს, რომელიც იქნება სასარგებლო, გემრიელი და თან მოსახერხებელი ქუჩაში მისართმევად. ორგანიზატორების აზრით, ეს ფესტივალი გვიჩვენებს თუ რა გვაქვს, რა პოტენციალი აქვს ქართულ სთრით ფუდს, რა შეიძლება შევთავაზოთ ქართველ და უცხოელ სტუმრებს. ფესტივალზე იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო სამზარეულოს კერძები.

სოფო ყავლაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი აღნიშნავს: "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული, ფესტივალზე ველოდებით ბევრ სტუმარს. უცხოელ ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ გასტრონომიული კულტურა, აქ კი საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული "სთრით ფუდი". ფესტივალის მონაწილე რესტორნები და კვების ობიექტები ძალიან მონდომებულები არიან, ძირითადად თავიანთი საფირმო კერძებით წარსდგებიან. აქ მხოლოდ ბურგერები, ხაჭაპური, მწვადი არ იქნება. ნაციონალური კერძები ახლებურად წარსდგება. ეს იქნება გემრიელად მომზადებული ქუჩაში მისართმევი საჭმელი, რომელიც იქნება სასარგებლო და  სათანადოდ შეფუთული".

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, Check in Georgia, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო,  საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო ენერჯი.  ფესტივალის პარტნიორია მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია და კომპანია ბორჯომი .

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული