Home
ქართული | English
აგვისტო 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მულტიმედია

კომენტარები

რობერტ პარკერი კომიქსის გმირი გახდა

საფრანგეთში გამოცემულ კომიქსში Robert Parker. Les Sept Pechés capiteux  მსოფლიოში აღიარებული ღვინის კრიტიკოსი, რობერტ პარკერი გააშარჟეს. კომიქსის ავტორები არიან ბენუა სიმა და ფილიპე ბერკოვიჩი. სათაური, ფრანგულ სიტყვათა ერთგვარი თამაშის წყალობით, ორგვარად შეიძლება ითარგმნოს – შვიდი მომაკვდინებელი (ან სიმთვრალის) ცოდვა. კომიქსის შინაარსი ასეთია: 2017 წელს უკვე პენსიონერი პარკერი მერილენდში 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება, როცა ბორდოდან მიწვევას მიიღებს და სენტ-ემილიონში გაემგზავრება. იქ პარკერი სიურპრიზის მოწყობის საბაბით თვალებახვეული შეჰყავთ კატაკომბებში, სადაც ღვინის კრიტიკოსს დამხვდურები ერთგვარ სასამართლოს უწყობენ. კომიქსში აღწერილია მთელი მისი მოღვაწეობა დაწყებული იმ პერიოდიდან, როცა ის ღვინოს ძმრისგან ვერ არჩევდა, ბორდოში ჩინელთა შემოყვანით დამთავრებული. მსაჯულებმა პარკერს ბრალი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში დასდეს: 1. გარყვნილება (კარგი ღვინის გარდამეტებული სიყვარული); 2. შური (ინგლისელ კრიტიკოსთა მიმართ); 3. სიამაყე (მსოფლიოს საუკეთესო გიდი); 4. უსაქმურობა (დამხმარეთა მთელი არმია); 5. გაუმაძღრობა (დაუცხრომელი მადა); 6. მრისხანება (სკანდალები მის გარშემო); 7 მომხვეჭელობა (დაგროვილი მილიონები). პარკერს ასევე ადანაშაულებენ 2003 წელს ბუშის მფარველობის ქვეშ ფრანგული ღვინის ბოიკოტირებაში. კომიქსის ავტორები, სავარაუდოდ, ელოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სარჩელი აღიძვრებოდა, მაგრამ პარკერი ჯერჯერობით დუმს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ კომიქსის გმირად ყოფნა საპატიოა და სულმოუთქმელად ელის, როდის ითარგმნება კომიქსი ინგლისურ და სხვა ენებზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული